დვალიშვილის რეკორდს ქართველის ყოფილი მეტოქე შეეჭიდა – [Cloned #112]

UFC ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მიერ დამყარებულ რეკორდს (12 თეიქდაუნი), ქართველის ყოფილი მეტოქე, რიკი საიმონი გამოეხმაურა. 

“მე დავამხობ ამ რეკორდს”, – დაწერა საიმონმა დვალიშვილის რეკორდისადმი მიძღვნილი UFC-ის პოსტის კომენტარებში. 

საიმონის კომენტარს ქართველმა მებრძოლმა ფეისბუქზე უპასუხა და ყოფილ მეტოქეს რევანშზე მიანიშნა. 

“შესაძლოა ჩემი რეკორდი მართლაც დაამხო, თუმცა ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებ.  სავარაუდოდ, რემატჩზე თანახმა არ იქნები”, – დაწერა მერაბ დვილიშვილმა, რომელმაც რიო რანჩოში ჩატარებულ UFC 167-ზე სუპერმსუბუქი წონის ტოპ 15-ის მებრძოლი, ქეისი კენი დაამარცხა. 

გაზიარება