რომან დოლიძემ მერაბ დვალიშვილის გამარჯვებაზე ისაუბრა – [Cloned #84]

ნიუ მექსიკოს (აშშ) შტატში მდებარე ქალაქ რიო რანჩოში UFC Fight Night 167 გაიმართა და ცხადია, მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო მერაბ დვალიშვილისკენ, რომელიც პრომოუშენში მისთვის რიგით მეხუთე ბრძოლაში ამერიკელ ქეისი კენის დაუპირისპირდა. ქართველმა ძალიან დამაჯერებლად, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მერაბის ამ ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ adjarasport.com-თან საუბარში UFC-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომან დოლიძემ თანამემამულეს გამარჯვება მიულოცა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

“ძალიან კარგი ბრძოლა იყო. ბრძოლიდან ბრძოლამდე იხვეწება მერაბი და დარწმუნებული ვარ, წინ უფრო დიდი მიღწევები ელის. ძალიან გამახარა. იგი შესანიშნავად იყო მომზადებული როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად”, – განაცხადა რომან დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ამერიკელ მოწინააღმდეგესთან 12 გდება დააგროვა და მის სუპერმსუბუქ დივიზიონში ახალი რეკორდიც დაამყარა – აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 11 გდება გახლდათ, რომელიც აქამდე ერთი, თვითონ მერაბს და კიდევ, ფრენკი საენსს, ბრეტ ჯონსსა და მონტელ ჯექსონსაც ჰქონიათ. 

გაზიარება