“ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს საქართველოს” – – [Cloned #80]

მერაბ დვალიშვილის მიერ ქეისი კენისთან მოპოვებულ გამარჯვებას, ქართველი მებრძოლის ძმა, მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა. 

“მინდა მივულოცო ჩემს ძმას მისი ეს ბოლო გამარჯვება. ვიცი რომ ის კიდევ ბევრჯერ ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ყავდა სპონსორი მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით… მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ეხლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება…მჯერა ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას…”, – დაწერა მიხეილ დვალიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ქეისი კენის დამარცხებით სუპერმსუბუქი წონის ტოპ 15 მებრძოლში შევიდა და, ამავდროულად, ბრძოლის დროს შესრულებული 12 თეიქდაუნით UFC-ს რეკორდი დაამყარა

გაზიარება